ალეკო ელისაშვილი - ერთი ფეხი უფსკრულისკენ უკვე გადავდგით და სანამ ბოლომდე გადავიჩეხებით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ერთი ფეხი უფსკრულისკენ უკვე გადავდგით და სანამ ბოლომდე გადავიჩეხებით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, დღეს სასწორზე საქართველოს მომავლის პერსპექტივა დევს და ყველაფერი მეტ გონივრულობას საჭიროებს.

„ძალიან სამწუხაროა რაც დღეს მოხდა, სამწუხაროა უდაოდ, გუშინ ყველა ადევნებდით ალბათ თვალყურს სწორედ ამის შესახებ ვესაუბრებოდით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერობის კანდიდატს და ვეუბნებოდით, რომ ქვეყანას ჭირდებაა რა ესკალაცია და კუნთების თამაში არამედ კომპრომისი, გახსოვთ რომ მე და ლევანი სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით, კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ შევხედოთ მოვლენებს სწორად. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, იგივე გავიმეორებ, რასაც ვამბობდი მეც და მთელი საზოგადოებაც მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა მანამ სანამ ეს ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხილა. ერთი ფეხით გადავიწიეთ და სანამ გადავიჩეხებით სიტუაცია უნდა გამოსწორდე, ყველამ უნდა დავილაპარაკოთ ეს როგორ უნდა მოხერხდეს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მათ  უნდა გაითავისონ, რომ კუნთების თამაშს დიალოგის ჯობს. ეს მუშტების ბრახუნი ძალიან ცუდია, წინაპირობებით ლაპარაკს თავი დაანებონ. დღეს მომხდარმა მოვლენებმა სიტუაცია დაამძიმა, ქვეყანას დასვენება სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში სასწორზე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა დევს და ხალხზე უნდა ვიფიქროთ. იდგნენ იქ უგულავა და ხაზარაძე დაიცვეს მელია?“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.