საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქება იწყება. თუმცაღა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.
- აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
- გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე.
-
მუშაობას აღადგენენ კერძო და საჯარო ბაღები. ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 პროცენტის ტესტირება სავალდებულო იქნება.
- ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ. დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნები შაბათ-კვირაც ფუნქციონირებას კვლავ ვერ შეძლებენ.
- განახლდება კონფერენციები და ტრენინგები.
- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ.
- მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
-
გაიხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები.
- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.
-
გაიხსნება სპორტული დარბაზები.
- უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება.
- განახლდება სასკოლო წრეები.
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშს აღადგენენ.
-
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები საქმიანობას სრულად აღადგენენ (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია.
მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლით შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებები მიიღება მიმდინარე ეპიდვითარების ანალიზის საფუძველზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოქალაქეთა მხრიდან გამოჩენილი იქნება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვითარების კონტროლს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენ ადამიანს გამოუვლინდა ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები - ამირან გამყრელიძის განმარტება
რა ეტაპზეა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი და როდის დაიწყება საყოველთაო იმუნიზაცია? - ამირან გამყრე...
მესამე ტალღა რეალურად უკვე დაიწყო - ამირან გამყრელიძე
მღვდელმთავრებმა უცნობის მიერ გამართული აქციის მონაწილეები დალოცეს
ოკუპაცია, პანდემია და პოლიტიკური კრიზისი - ამ და სხვა თემებზე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენ...
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |