ვინსენტ ვან გოგის დღემდე უცნობი ნახატი სოტბის აუქციონზე გაიყიდება

ვინსენტ ვან გოგის დღემდე უცნობი ნახატი სოტბის აუქციონზე გაიყიდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

სურათზე Moulin de la Galette(გალეტის წისქვილი) არის გამოსახული, რომელიც ზემო მონმარტრში დღესაც დგას.

მედიის ცნობით, ლეგენდარული მხატვრის ნამუშევარი "ქუჩის სცენა მონმარტრზე" 1887 წლით თარიღდება. სურათი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან კერძო კოლექციაში ინახებოდა და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

1910-1930 წლების პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო საკუთარ ნამუშევრებში არაერთმა მხატვარმა ასახა, მათ შორის იყვნენ თეოდორ რუსო, პიერ-ოგიუსტ რენუარი, ანრი ტულუზ-ლოტრეკი, რამონ კასასი და პაბლო პიკასო.

1939 წლიდან წისქვილმა არქიტექტურული ძეგლის სტატუსი მიიღო.

აუქციონის ჩატარებამდე ნახატი პარიზში, ლონდონსა და ამსტერდამში გამოიფინება. ექსპერტები ვან გოგის უცნობ ნამუშევარს 8 მილიონ ევროდ აფასებენ.