
ევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
ინფორმაციას უცხოური მედია „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია კომპანია "ასტრაზენეკაზე".
ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ კომპანიები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ და ვაქცინის მიწოდებას ისევ ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ მათი ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.
ფონ დერ ლეიენის განცხადებით, "ასტრაზენეკასთან" ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალურ სამიტზე ციფრული ე.წ .კოვიდპასპორტების შემუშავების საკითხიც განიხილეს.
ანგელა მერკელის განცხადებით, შესაბამისი სერტიფიკატები ზაფხულამდე იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

რამდენ ადამიანს გამოუვლინდა ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები - ამირან გამყრელიძის განმარტება
რა ეტაპზეა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი და როდის დაიწყება საყოველთაო იმუნიზაცია? - ამირან გამყრე...
მესამე ტალღა რეალურად უკვე დაიწყო - ამირან გამყრელიძე
მღვდელმთავრებმა უცნობის მიერ გამართული აქციის მონაწილეები დალოცეს
ოკუპაცია, პანდემია და პოლიტიკური კრიზისი - ამ და სხვა თემებზე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენ...
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |