„ჩვენ არ ვიმალებით, ჩვენ ვიბრძვით“ – „მხევლის წიგნის“ ახალი სეზონის თრეილერი გამოვიდა

 

სტრიმინგსერვისმა Hulu-მ „მხევლის წიგნის“ ახალი, რიგით მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა.

„მხევლის წიგნი“ მარგარეტ ეტვუდის 1985 წელს გამოცემული ბესტსელერის ეკრანიზაციაა. სერიალის მოქმედება დისტოპიურ სამყაროში ვითარდება, სადაც ქალების, რომელთაც მხევლებად მოიხსენიებენ, ერთადერთი ფუნქცია ბავშვების გაჩენაა.

სერიალში მთავარ როლს ელიზაბეტ მოსი ასრულებს. მხევლის წიგნი 12 ემის და 2 ოქროს გლობუსის მფლობელია.

წარუმატებელი მესამე სეზონის მიუხედავად, სერიალის კიდევ ორი სეზონი დაამტკიცეს. მეოთხე სეზონი მიმდინარე წლის 28 აპრილს გამოვა.