ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა

ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა, - ამის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს.

"ჩავარდნილა უბრალოდ მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი", - წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს.

აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსახლეობამ 5000-მდე ხელმოწერა შეაგროვა და თბილისის მერიაში დღეს პეტიცია შეიტანა.

„5 000-მდე ხელმოწერა ავაგროვეთ. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. პეტიციაში ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რათა იყოს ნდობა და გამჭვირვალობა. შეჩერდეს ყველა მშენებლობა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, შეჩერდეს ახალი ნებართვების გაცემა, მოხდეს მთლიანად ვაშლიჯვრის გეოლოგიური ანალიზი და აუცილებლობად დააყენონ 24-საათიანი მკონიტორინგის სისტემები“, - განაცხადა ვაშლიჯვრის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა