ოზურგეთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - 2 მცირეწლოვანი შვილი კლინიკაში გადაიყვანეს

ოზურგეთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია „ფაქსინტერნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

ქალთან ერთად მყოფი მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.