„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“ - გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება ფაქტებსა და ფოტოებში

“ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინებთ? - ადამიანი რომ გიყვარდეს“, - ამ სიტყვების ავტორი ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

დოჩანაშვილისნაირი შემოქმედის წილი ბედი ისიცაა, რომ დაუსწრებლად იცნობს ათასობით მკითხველს - ადამიანებს, ვინც უცნაური მაგიის გამოისობით ნაცნობ კანუდოსში აღმოჩენილა.

დაბადება

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი —აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი.

ბავშვობაში გურამ დოჩანაშვილი თბილისის სხვადასხვა უბანში იზრდებოდა, რაც მომავალში მისი ცოცხალი და უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა. სკოლაში სწავლასთან ერთად, სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა.

მწერლის ბებია იყო მერი(ფაცა) კორძაია, პაპა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან).

განათლება

1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში.

მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე და სხვ.

1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა.

ინსტიტუტში მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

მისი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან ექვსი წლის შმედეგ დოჩანაშვილმა ნოველა „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.

რომანი სამოსელი პირველი დღემდე ბესტსელერია

1989 წელს რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა გადაიღო ფილმი „ბესამე“, რომლის სცენარის ავტორი თავად დოჩანაშვილი იყო. მისი მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ შესულია სასკოლო პროგრამაში.

გურამ დოჩანაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ (ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის) და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემიით „საბა“.

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია — „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში — „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“

პრეზენტაცია „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“

2010 წლის 17 დეკემბერს გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის „რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ პრეზენტაცია გაიმართა.

რომანი გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. მწერალი წიგნზე სამი-ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციას დაესწრო თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელმაც ქართველ ხალხს ახალი წიგნის დაბადება მიულოცა. წიგნის პრეზენტაცია მწერალს კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმაც მიულოცა.

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო.

ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში. 1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

საბოლოოდ კი ამ საინტერესო ისტორიის დასასრულს, 2021 წლის მარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

იგი თბილისის საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.  გარდაიცვალა 2021 წლის 3 აპრილს.

დღეს 6 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, გურამ დოჩანაშვილს ანდერძის მიხედვით საბურთალოზე მდებარე სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალავენ.

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“ - ეს ფრაზა და მისი ავტორი სამუდამოდ ემახსოვრება თაობებს მარად.