ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც ჩაერთვებიან.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შეადგენს სპეციალურ სიებს, რომლის საშუალებითაც რისკჯგუფში შემავალ პირებს სპეციალურ ვეგპორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ.

„პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის" გამოყენებაზე საქართველოში მომავალი  კვირიდან ვიმსჯელებთ, ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის ვაქცინაზე მეტად უფრო ხელმისაწვდომობა.

ჩვენ ვიმუშავებთ და შევადგენთ სიებს იმ მასალების მიხედვით, რაც ჯანდაცვის სამინისტროში გაგვაჩნია მრავალი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს სიები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდება, პროგრამა შეძლებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად ისინი დარეგისტრირებას შეძლებენ.

შექმნება ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებ-გევრდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება. ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტულება და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.