ამირან გამყრელიძე - შევდივართ თბილ პერიოდში და ეს შედარებით უკეთესია, რადგან ვირუსი ამ დროს სუსტდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შევდივართ თბილ პერიოდში და ეს შედარებით უკეთესია, რადგან ვირუსი ამ დროს სუსტდება.

მისივე თქმით, როგორმე აპრილი და მაისი მშვიდად უნდა გავიაროთ.

„თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს და იმ შეზღუდვებს, რომელიც დადგენილია და არ გვექნება სერიოზული თვითდისციპლინა ვითარება არ გაუმჯობესდება.

ხუთი რამე უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ:

  1. პირბადის ტარების მაჩვენებელი ოდნავ აიწია 43 დან 51%-ზე, ძალიან კარგია. დინამიკა გაჩნდა, თუმცა არარის საკმარისი.
  2. დისტანცია,
  3. ხშირი ჰიგიენა
  4. თავი შევიკავოთ შეკრებებისგან, ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს.
  5. ინტენსიური უნდა გახდეს ვაქცინაცია. ამ ეტაპზე ყოველდღიურად 3-4000 გვჭირდება. ადამიანები აცრაზე უნდა მივიდნენ.

 

ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროება გვაქვს. შევდივართ თბილ პერიოდში და ეს შედარებით უკეთესია, რადგან ამ პერიოდში სუსტდება ვირუსი, როგორმე აპრილი და მაისი მშვიდად უნდა გავიაროთ, ამას ჯანდაცვის სექტორი მართავს, როგორი ვითარებაც დღეს გვაქვს.

ყველანაირი თავშეყრა დაცვის საშუალებების გარეშე მიუღებელია, მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, ჩვენი თვითდისციპლინა და შეგნებაა მთავარი. გაზაფხულია ეხლა მეტი ვიაროთ ფეხით ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ეხლა ორ გაჩერებაზე ავტობუსით სიარული. თქვენთვის ცუდია, რომ ორი კილომეტრი ფეხით გაიაროთ?

ცირკულირებს ახალი შტამი და ლაბოლატორიულად დადასტურებულია 80-ზე მეტი შემთხვევა, თუმცა რა თქმა უნდა ეს რიცხვი ბევრად მეტია. დღეს საერთო ვირუსის ცირკულურებიდან ბრიტანული შტამის შემთხვევები არის 20-30%-მდე ფარგლებში", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.