პაატა იმნაძე - ჩვენი პირველი მტერია სუფრები, რადგან ამ დროს პირბადით ვერ იჯდები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დღეს ჩვენი პირველი მტერი არის სუფრები.

მისივე თქმით, ყველა ეპიდაფეთქება და კლასტერი სწორედ აღნიშნული სუფრების შედეგია.

"თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა "კლასტერი", რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები",-აცხადებს იმნაძე.