ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, ვიდრე წარმოგვიდგენია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ეწვია, შთაბეჭდილება დარჩა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო.

"ეს განცხადებები ალბათ, მმართველი პარტიის მიერ იმის არცოდნას უკავშირდება, თუ რას ველით მათგან. ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ. მაგრამ ქვეყანაში რამდენიმე ცნობილ ადამიანთან საუბრიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, ვიდრე წარმოგვიდგენია - ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრჯერ ვეწვიე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობაში და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურა აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული. განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პრო-ევროპულ, პრო-ტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან აგდებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია. ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) - მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ ამასთანავე, გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა", - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.