
Game of Thrones-ის გულშემატკივრებს, HBO სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, სერიალის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად 1-თვიან სადღესასწაულო ღონისძიებებს გეგმავენ.
ღონისძიება, რომელიც "რკინის წლისთავის" სახელით არის ცნობილი, სამეფო კარის თამაშების პირველი სერიის პრემიერას მიეძღვნება, რომელიც 10 წლის წინ, 2011 წელის 17 აპრილს შედგა.
იგეგმება ახალი, ინტერაქტიული გვერდის შექმნა, რომელიც ძველის გარდა, ახალ ფანებსაც მოიზიდავს. გვერდის გამომწერებს საშუალება ექნებათ ნახონ 150-მდე ვიდეო, ინტერვიუები მსახიობებთან და კადრს მიღმა ისტორიები.
ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიებისთვის, მათ სპეციალური ტრეილერი მოამზადეს.
10 აპრილიდან სერიალის მარათონი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც პირველი სერიიდან დაწყებული ყველა ეპიზოდს თავიდან გაუშვებენ. აგრეთვე მოეწყობა აუქციონი, სადაც სხვადასხვა აქსესუარები და ნივთები გაიყიდება: მაგალითად სახალისო ფიგურები და თემატური ლუდი.

რამდენ ადამიანს გამოუვლინდა ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები - ამირან გამყრელიძის განმარტება
რა ეტაპზეა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი და როდის დაიწყება საყოველთაო იმუნიზაცია? - ამირან გამყრე...
მესამე ტალღა რეალურად უკვე დაიწყო - ამირან გამყრელიძე
მღვდელმთავრებმა უცნობის მიერ გამართული აქციის მონაწილეები დალოცეს
ოკუპაცია, პანდემია და პოლიტიკური კრიზისი - ამ და სხვა თემებზე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენ...
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |