მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 - 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 - 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.