ამირან გამყრელიძემ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო თარიღი დაასახელა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება.

თუმცა, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, აღნიშნული პროცესისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობა აუცილებლად შემოვა და მარაგში ნახევარი მილიონი დოზა იქნება.

„ბოლო 2 კვირაში წინა 2 კვირასთან შედარებით მეტი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდვითარება უარესდება. მოგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 17-მდე კლასტერული აფეთქება, რომელიც მართვადია, თუმცა ეს არის პირველი ნიშანია იმისა, რომ თუ არ დავიცავთ რეგულაციებს ქვეყანაში შესაძლოა საყოველთაო გავრცელება დაიწყოს.

ამის ფონზე აცრილია 20 622 ადამიანი, კვირას 928 აიცრა, საშუალოა 1200-1500, მაგრამ ეს მაინც მცირეა იმასთან შედარებით რაც გვჭირდება, ხშირად ვამბობ, რომ გვჭირდება 3-4000 იმისთვის, რომ მარტ-აპრილში გარკვეული სახის იმუნიტეტი შევქმნათ ქვეყანაში. დაახლოებით თუ გვექნა ამდენი საშუალო აცრა გვეყოლება 200 000-მდე ერთჯერადად აცრილი, ხოლო 50 000-მდე ორჯერადად. მასობრივი ვაქცინაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება მაშინ, როდესაც გვექნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, მარაგში იქნება ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.