BBC-ის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა რეკორდულად 18.3%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით რეკორდულად  18,3%-ით, გაიზარდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს 1992 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მონაცემებია.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს კარგი სტარტი აიღო, თუმცა პანდემიის გამო არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული სხვა მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. წარმოების მაჩვენებელი 14,1%-ს აღწევს, საცალო გაყიდვები კი, 32%-ითაა გაზრდილი.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს მცირედით მაგრამ გაიზარდა.

„ირონიულია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა გამოცხადდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ლიდერი ებრძვის კლიმატის ცვლილების პრობლემას - რაც გამოწვეულია ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შედეგად.

ევროკავშირისა და აშშ-ს ლიდერები ასევე მოუწოდებენ ჩინეთს შეაჩეროს ღარიბი ქვეყნების ნახშირით მომუშავე ახალი ელექტროსადგურების დაფინანსება ე.წ. სარტყელისა და გზის ინიციატივით“, - წერს „ბიბისი“.