სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელსაც აქტივისტები შეუგროვებენ

სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელსაც აქტივისტები შეუგროვებენ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.