აფხაზეთში აცხადებენ, რომ მათი დე ფაქტო ელჩი სირიაში ომანის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის განცხადებით, მათი დე ფაქტო ელჩი, ბაგრატ ხუტაბა სირიაში ომანის სასულთნოს ელჩს შეხდვა. ოფიციალურად ომანს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.

როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, შეხვედრა დე ფაქტო საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათივე თქმით, ომანი ელჩმა აფხაზეთს სირიაში საელჩოს გახსნა მიულოცა. შეხვედრის შემდეგ კი მათ სიმბოლური საჩუქრები გაცვლეს.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით On.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომელთან განცხადებასაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ომანს შორის დამყარდა 2007 წლის 1 იანვარს. 2014 წლიდან დაინიშნა ომანის ელჩი საქართველოში ბატონი კაის სალიმ ალი ალ საიდი (რეზიდენციით ქ. ანკარა). საქართველო ომანის სასულთნოს ქუვეითში საქართველოს საელჩოდან ფარავს.