ბინების ფასები საშუალოდ 12%-ით გაიზარდა, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება

საქსტატმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა ფასები როგორც საცხოვრებელი ბინების სექტორში, ასევე კერძო ბინებისაც. კერძო სახლების ფასები 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება ბინებს, მისი ფასები საშუალოდ 12%-ით არის მომატებული. ეს ცვლილება ლარებში გამოხატულ ფასს ასახავს და მისი მთავარი ზრდა სავარუადოდ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება.

მთლიანად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი(RPPI) 13.6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით – 2%-ით. RPPI ფარავს მხოლოდ თბილისს და ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს. 

ანგარიშში ასევე წარმოგიდგენთ ამჟამინდელ ფასებს უბნების მიხედვით, ახალაშენებეულ სახლებში კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ღირებულება მთაწმინდაზე დაფიქსირდა, სადაც ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 4,236 ლარი ღირს, ყველაზე დაბალი ფასი კი სამგორშია, სადაც კვადრატული 2,359 ლარი ღირს. 

1 მ2  ფასი ბინების სექტორში (ლარი):

  1. მთაწმინდა – 1 მ2  4 236

  2. ვაკე - 1 მ2   3 774 

  3. საბურთალო – 1 მ2 3 236 

  4. ჩუღურეთი – 1 მ2  3 211

  5. კრწანისი– 1 მ2  3 000 

  6. დიდუბე -  1 მ2  2 929

  7. ნაძალადევი - 1 მ2 2 571

  8. ისანი -1 მ2   2 529

  9. გლდანი -1 მ2   2 490

  10. სამგორი -1 მ2  2 359

1 მ2  ფასი კერძო სახლების სექტორში (ლარი):

  1. ვაკე - 1 მ2   3 687

  2. მთაწმინდა – 1 მ2  3 480

  3. დიდუბე -  1 მ2  2 860

  4. საბურთალო – 1 მ2 2 703 

  5. კრწანისი– 1 მ2  2 690

  6. ჩუღურეთი – 1 მ2   2 471

  7. ისანი -1 მ2   2 250

  8. ნაძალადევი -  1 მ2 1 992

  9. გლდანი -1 მ2   2 490

  10. სამგორი -1 მ2  2 350