ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, ზაპოროჟიე – SkyUp Airlines-ი უკრაინიდან საქართველოში ფრენებს ამატებს

ავიაკომპანია SkyUp Airlines საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული ოპერირების მიმართულებებს და სიხშირეებს ზრდის. რეგულარული რეისები ხარკოვიდან, ოდესიდან, ლვოვიდან და ზაპოროჟიედან შეასრულებს. რეისები შემდეგი განრიგით იგეგმება:

ამასთან ავიაკომპანია ზრდის რეგულარული რეისების სიხშირეს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. კიევი - თბილისი - კიევის მიმართულებით 28 მაისიდან 29 ოქტომბრამდე დაემატება ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს (ჯამში 10 სიხშირე).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიანიჭა.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს". - აცხადებს ავიაციის სააგენტო.