შუახევში, ხიჭაურის ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება

შუახევში, ხიჭაურის ამბულატორიას რეაბილიტაცია უტარდება.
მშენებლობის პროცესს  შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ნაწილობრივ შეიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო სველი წერტილი. 
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტში  ამბულატორიების რეაბილიტაციაზე  100 000 ლარამდე დაიხარჯება. 
სამუშაოები დაიწყება წყალსაყრისა და დღვანის ამბულატორიებზე, იგეგმება ასევე ჭვანის ამბულატორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

(NS)