ბაიდენი, პრეზიდენტობის 100 დღის თავზე, რეიტინგით ტრამპს უსწრებს, თუმცა ობამას ჩამორჩება

ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევიდან 100 დღის თავზე The Economist კვლევას აქვეყნებს.

მედიის ინფორმაციით, გამოკითხული ამომრჩევლების 50% ბაიდენის მმართველობით კმაყოფილია, 39% კი უკმაყოფილო, ამ მაჩვნებლებით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამს უსწრებს, თუმცა ბარაკ ობამას ჩამორჩება.

დოლანდ ტრამპის მმართველობით, პრეზიდენტობიდან 100 დღის შემდეგ, ამომრჩეველთა 40% იყო კმაყოფილი, ხოლო 50% კი უკმაყოფილო, რაც შეეხება ბარაკ ობამას მისი მმართველობა ამომრჩეველთა 55%-ს მოსწონდა.

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს საკუთარი პარტიის წევრების ნდობითაც უსწრებს, დემოკრატიულ პარტიაში ამჟამინდელ პრეზიდენტს 89% აღიარებს, ხოლო 7% მისი საქმიანობით იმედგაცრუებულია.

ტრამპის პარტიაში კი მისი აღიარება 82%-ს უტოლდებოდა, ხოლო უკმაყოფილო 14% იყო.

კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლას „რესპუბლიკელი“ სენატორები გამოეხმაურნენ. როგორც „რესპუბლიკური“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რონა მაკდენიელმა განაცხადა, ბაიდენის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პირველი ასი დღე იყო „არაკვალიფიციური ჩავარდნა“.

„თავის საინაუგურაციო სიტყვაში ბაიდენი ერთიანობისკენ მოწოდებით გამოვიდა. ეს იყო ტყუილი. ბაიდენის გამო ჩვენი ერი კიდევ უფრო დაყოფილია“, – ნათქვამია „რესპუბლიკური“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში.

წარმოამდგენელთა პალატაში „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა, კევინ მაკკარტნიმ აღნიშნა, რომ კონგრესში ბაიდენის მიმართვა „შესაძლო ყოფილიყო მხოლოდ ელექტრონული წერილი“.