ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300 000-ს აჭარბებს - რეკორდულად იზრდება გარდაცვალების რიცხვი

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 368 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 417 პაციენტი.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ინდოეთის ჯანდაცვის სმინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მთლიანად 19,93 მილიონი შეადგინა, ხოლო სიკვდილიანობა 3,417-ით გაიზარდა და 218,959-მდე გაიზარდა.

სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ინდოეთის ინდუსტრიის კონფედერაცია ქვეყნის მთავრობას ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ინიციატივით მიმართავს.

ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად ბრიტანეთი დელის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 1 000 აპარატს გაუგზავნის.

სულ მცირე 11-მა შტატმა და საკავშირო ტერიტორიამ ინფექციების თავიდან ასაცილებლად გარკვეული სახის შეზღუდვები დააწესა.