ნიკა მელიას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან

ნიკა მელიას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მელიას საქმის გარშემო მისთვის გაუგებარი მოლოდინები იქმნება.

„ეს არის ჩვენი მორიგი შეხვედრა, ვინაიდან დღესასწაულები იყო, ხუთშაბათის მერე ვერ შევხვდით. ამ საქმეზე რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლუტურად გაუგებარი, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაშია",- განაცხადა კონდახიშვილმა.