აშშ-ს მედიკამენტების სააგენტო „ფაიზერის“ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენების დამტკიცებას გეგმავს

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოები გეგმავენ, რომ Pfizer / BioNTech Covid ვაქცინის 12 და 15 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენების ნებართვა მომავალი კვირის დასაწყისში გასცენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

დამტკიცება მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ კლინიკური კველევების შემდეგ ვაქცინა აღმოჩნდა უსაფრთხო, ეფექტური და ძლიერი  12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად აშშ-ის „საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ“ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ფედერალური ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი შეიკრიბება იმის განსახილველად, რეკომენდებულია თუ არა აცრის გაკეთება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირებისთვის.

ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ კომიტეტის რეკომენდაციას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ი „ფაიზერის“ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის უკვე გაცემულია.

Moderna და Johnson & Johnson ასევე ატარებენ ვაქცინების ტესტირებას 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა კვლევებიც მალე დასრულდება.

Pfizer– მა და Moderna– მ ასევე დაიწყეს ცდები მცირეწლოვან ბავშვებზეც, ექვსი თვიდან 11 წლამდე. ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ იმედოვნებენ, 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია 2022 წლის დასაწყისში შეეძლებათ.