სოზარ სუბარი - სიტყვა „გიჟური“ კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე

სიტყვა "გიჟური" კარგად მეტყველებს სააკაშვილის ფსიქიკურ განწყობაზე, - მსგავსი ფრაზით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას საქართველოში გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.

მისი თქმით, სააკაშვილი უკვე 8 წელია საქართველოში არჩევნებს აგებს.

"სააკაშვილი 8 წელია ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ“, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს.