Marvel-მა ახალი ფილმების გამოსვლის თარიღები ემოციური ვიდეოთი გაგვაცნო

ის რაც გლობალურმა პანდემიამ კინომოყვარულებს წაართვა, ფილმების კინოთეატრში ნახვის სიამოვნებაა. კომიქსების გულშემატკივრებისთვის ეს განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადგან მსგავსი ფილმები დიდ ეკრანზე საყურებლადაა შექმნი.

სტუდია Marvel-ის კინოსამყარომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მაყურებლის გული მოიგო და ფანებს საოცარი თავგადასავალი აჩუქა. მათი ემოციური კამპანიები, სიურპრიზები და თავბრუდამხვევი სიახლეები მუდამ აოცებდა კომიქსების მოყვარულებს. როგორც ჩანს, ისინი არც Covid-19-ს შეუშინდნენ და მომავალი გეგმები ფანებს ემოციური ვიდეოთი გააცნეს.

შემდეგი 2 წელი მარველის მოყვარულებისთვის ძალიან დატვირთული იქნება. მაყურებელი დაკარგული დროის ანაზღაურებას კიდევ 10 ახალი ფილმით შეძლებს.

ესენია:

  1. Black Widow –– 9 ივლისი, 2021;
  2. Shang Chi and the Legend of the Ten Rings –– 3 სექტემბერი, 2021;
  3. Eternals –– 5 ნოემბერი, 2021;
  4. Spider man: No way home –– 17 დეკემბერი, 2021;
  5. Doctor Strange in the Multiverse of Madness –– 25 მარტი, 2022;
  6. Thor: Love and Thunder –– 6 მაისი, 2022;
  7. Black Panther 2: Wakanda Forever –– 8 ივლისი, 2022;
  8. The Marvels –– 11 ნოემბერი, 2022;
  9. Ant-Man and the Wasp: Quantumania –– 17 თებერვალი, 2023;
  10. Guardians of the Galaxy Vol. 3 –– 5 მაისი, 2023.