უილ სმიტი - ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ ფორმაში ვარ

უილ სმიტმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. მსახიობი პანდემიის დროს მომატებული წონის შესახებ ხუმრობს.

"ეს არის სხეული, რომელმაც პანდემია გადამატანინა. მე მიყვარს ჩემი სხეული, მაგრამ მინდა, თავს უკეთესად ვგრძნობდე. აღარანაირი მაფინები შუაღამისას... საუკეთესო ფორმაში უნდა ჩავდგე, Youtube-ზე ჩემს გადაცემას იხილავთ", - წერს მსახიობი.

გუშინ სმიტმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ ფორმაში ვარ" დაურთო.

ფოტოც და ვიდეოც მომავალი Youtube შოუს პიარ კამპანიის ნაწილია. მომავალ დოკუმენტურ სერიალში Best Shape of My Life მსახიობი ძველი ფორმის დაბრუნებას შეეცდება.