თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თუშეთში დიდთოვლობაა. ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო გზა დაიკეტა, ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"თოვლისა და ზვავსშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ44 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.