COVID-19-ის ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ე,წ სამხრეთაფრიკული და ინდური შტამების თავისებურებებთან დაკავშირებით სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის სხვადასხვა შტამის მიმართ, რამეთუ მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დაავადების მიმდინარეობაზე.

ზოგადად ვირუსებს ახასისათებთ მუტაგენეზი ანუ მუტაციების წარმოქმნის პროცესი, რაც გულისხმობს ცვლილებებს ვირუსის გენომში და შესაბამისად ვირუსის ანტიგენურ სტრუქტურაში. გამონაკლისი არც SARS-CoV-2-ია. მუტაციები შეიძლება იყოს მცირე, რომელიც პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ვირუსის თვისებებზე და ხშირად შეუმჩნეველი რჩება და უფრო სერიოზული მუტაციები, რომელსაც შეუძლია სერიოზულად შეცვალოს ვირუსის ანტიგენური სტრუქტურა და წარმოშვას ახალი შტამი.

სადღეისოდ ცნობილია SARS-CoV-2-ის 10-მდე სხვადასხვა შტამი, რომელთან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ხუთი შტამი: ე.წ. ჩინური (საწყისი შტამი), ე.წ. ბრიტანული, ე.წ. ბრაზილიური, ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ე.წ. ინდური - იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იქნა ეს შტამი პირველად ნანახი. აგრეთვე აშშ-სთვის ლოკალურად მნიშვნელოვანი ე.წ. კალიფორნიული შტამი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად შტამები მოიხსენიება არა ქვეყნის დასახელებით, არამედ სპეციალური კოდებით, მაგ., ე.წ. ინდური შტამის კოდია B.1.617, ბრიტანული შტამის - B.1.1.7 და ა.შ. გარდა ამისა, სულ ახლახანს თითოეულ შტამს ჯანმო-მ მიანიჭა დასახელება ბერძნული ანბანის მიხედვით: Alpha - ბრიტანული შტამი, Beta - სამხრეთ აფრიკული შტამი, Gamma - ბრაზილიური შტამი, Delta - ინდური შტამი და Epsilon - კალიფორნიული შტამი და ა.შ. (https://www.who.int/en/activities/tracking-SARS-CoV-2-variants/).

ეს შტამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გხვდება. საქართველოში ამჟამად დომინირებს ე.წ. ბრიტანული შტამი (Alpha) და ე.წ. ჩინური (საწყისი) შტამი. თუმცა ცალკეულ ავადმყოფებში უკვე დაფიქსირებულია ე.წ. ინდური შტამი (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამები.

მოსახლეობის ინტერესი სადღეისოდ განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამების მიმართ, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით ამ შტამების თავისებურებებს. ძირითადად შევეცდებით ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად ისმება.

ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში, მაგრამ აქტუალური გახდა 2021 წლის აპრილ-მაისში. სადღისოდ ე.წ. ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და არსებობს საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი. სულ ახლახან იგი დაუდასტურდა საქართველოში მყოფ 5 COVID პაციენტს, რომელთაგან 2 საქართველოს, ხოლო 3 უცხოეთის მოქალაქეა. ე.წ. ინდური შტამის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სხვა შტამებისგან ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

 

 

 

 

 

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს, იგი პირველად გამოვლენილ იქნა ჯერ კიდევ  2020 წლის მაისში, მაგრამ აქტუალური გახდა 2020 წლის დეკემბერში. სადღეისოდ  ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. მისი გავრცელების რისკი საქართველოშიც არსებობს, თუმცა იგი შედარებით მცირეა. სულ ახლახანს ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს. სხვა შემთხვევები ჯერ დაფიქსირებული არ არის.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამის თავისებურებებიც ჯერ-ჯერობით ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შესაძლებელია ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

 

 

 

 

(https://www.uptodate.com/contents/covid-19-epidemiology-virology-and-prevention)

ახლა, როგორი იქნება რეკომენდაციები:

ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები - პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება - კერძოდ ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია.