პენელოპე კრუზი პედრო ალმოდოვარის კიდევ ერთ ფილმში - ნახეთ პირველი კადრები

პენელოპე კრუზი პედრო ალმოდოვარის კიდევ ერთ ფილმში ითამაშებს.

Madres paralelas (ერთნაირი დედები) არის ლეგენდარული ესპანელი კინორეჟისორის ახალი ფილმის სახელწოდება და მისი სიუჟეტი სამი დედის შესახებ მოგვითხრობს:

როგორც ცნობილია, ალმოდოვარი ამ სცენარზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ჯერ სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

სულ ახლახან პირველი კადრებიც გავრცელდა:

მომავალ ფილმში მთავარ როლებს პენელოპე კრუზთან ერთად ალმოდოვარის შემოქმედების ერთგული მაყურებლებისთვის ისეთი კარგად ნაცნობი სახეები შეასრულებენ, როგორებიც როსი დე პალმა და ხულიეტა სერანო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ალმოდოვარისა და კრუზის ახალი ფილმის პრემიერა, მანამდე კი შეგიძლიათ, ამ ვიდეოს საშუალებით გადასაღებ მოედანზე იმოგზაუროთ.