ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, მამაკაცს, სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.