დიდ ბრიტანეთში Pfizer-ის ვაქცინით 12-15 წლამდე მოზარდებიც აიცრებიან

დიდ ბრიტანეთში "ფაიზერის" ვაქცინით 12-15 წლამდე მოზარდებიც აიცრებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, "ფაიზერის" ვაქცინა ხსენებულ ჯგუფებში მაღალეფექტურობით ხასიათდება, თუმცა ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჯონ რეინი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესი მაღალი დაკვირვების ქვეშ დაიწყება.

”ავტორიზაცია არ დამტკიცდება, თუ არ იქნება დაცული უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის აუცილებელი სტანდარტები”, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ "ფაიზერის" ვაქცინა დიდ ბრიტანეთში 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის უკვე დამტკიცებულია.