19 წლის ახალგაზრდა რომელიც ნოვოსიბირსკში პოლიციელმა მოკლა საქართველოს მოქალაქეა

19 წლის აზერბაიჯანელი ვეკილ აბდულაევი, რომელიც ნოვოსიბირსკის ოლქის მოსკოვსკის რაიონში პოლიციელმა მოკლა, საქართველოს მოქალაქეა. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.  აბდულაევი 3 დღის წინ დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.
ინციდენტი ნოვოსიბირსკის რეგიონის მოსკოვსკის რაიონში 28 მაისს საღამოს მოხდა. პოლიციამ შეაჩერა ტოიოტას მანქანა, რომელშიც ახალგაზრდები მიდიოდნენ და ინდეტიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი მათგანი მანქანაში გადაიყვანეს. პოლიციელმა 19 წლის მამაკაცს რამდენჯერმე დაარტყა, რის შემდეგაც მან მაკაროვის სამსახურებრივი პისტოლეტი ამოიღო საყრდენიდან, ის საცეცხლე მდგომარეობაში მიიყვანა და ვეკილ აბდულაევს ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციელის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება"  და "გაუფრთხილებლობით სიკვდილის მიზეზი" და უფრო ადრე - " ჯანმრთელობის დაუდევრობით ჯანმრთელობის სერიოზული ზიანის მიყენება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 118) 31 მაისს სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე გუსევი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს რომ პოლიციელის წინააღმდეგ პატიმრობა არ დამდგარა.

ტრაგედიის შემდეგ, რუსეთის დუმის დეპუტატმა და ახლა კანდიდატმა მარია ბუტინამ, რომელიც ცნობილია პოლიციელების უფლებების დაცვით, პოლიციელი დაიცვა.  ბუტინას მიაჩნია, რომ ალექსანდრე გუსევი, რომელიც 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობაშია დამნაშავე მოქმედებდა სამართლებრივ ჩარჩოში და მისი სამსახურისთვის ჯილდოს ღირსია.
ოჯახი მკვლელის დასჯას მოითხოვს.