რუსეთი „ღია საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმებას დატოვებს - ვლადიმერ პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, რუსეთი „ღია საჰაერო სივრცის" შესახებ შეთანხმებას დატოვებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცი რუსულმა მედიამ გაავრცელა.

შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ რუსეთმა შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის აშშ-მა დატოვა.

მანამდე, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და ის ამერიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენა.

ცნობისთვის, „ღია საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმება, ცივი ომის შემდეგ  ერთ-ერთი საუკეთესო ნდობის ფაქტორი იყო ქვეყნებს შორის.

აღნიშნული შეთანხმების გარშემო, 34 ქვეყანაა გაწევრიანებული, რომელთაც უფლება აქვთ, შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში შევიდეს და ჰაერიდან ფოტო-ვიდეო მასალა გადაუღოს მისთვის საინტერესო სხვადასხვა ინფრასტრუქტურას.