ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სომეხი ტყვეების სანაცვლოდ საკუთარ შვილს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სომეხი ტყვეების სანაცვლოდ საკუთარ შვილს სთავაზობს.

როგორც, ფაშინიანი აცხადებს, ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება.

„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ. არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ, ვამბობ ოფიციალურად წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

მანამდე, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს სამხედრო ტყვეები.

ცნობისთვის, ამის პასუხად ნიკოლ ფაშინიანის შვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ მძევლად ან ნებისმიერი სხვა სტატუსით გაემგზავროს აზერბაიჯანში.