ქედაში გენდერული თანსწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანია, დღეს ოფიციალურად დაიწყო

ქედაში გენდერული თანსწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანია, დღეს ოფიციალურად დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქედის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

კამპანია ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქედის ქალთა ოთახის" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება და მასში აქტიურად არიან ჩართულნი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებიც.

საინფორმაციო ფლაერები, რომელზეც ძალადობის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ინფორმაციაა დატანილი და ასევე, სპეციალური პირბადეები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვირის განმავლობაში დარიგდება.

#თანასწორობასმოაქვსშედეგი!

#იმოქმედეშენც!

#შეატყობინეძალადობისწინააღმდეგ!

(NS)