თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.

აღნიშნული პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია დარბაზში არ იმყოფება.

"სამწუხაროდ პროკურატურა ცოცხალი თავით არ ამხელს მოწმეების ვინაობას, არღვევს შეთანხმებას დაცვის მხარესთან და თუნდაც რამოდენიმე საათით ადრე არ გვეუბნება, რომელი მტკიცებულებების გამოკვლევას ვაპირებთ დღევანდელ პროცესზე. ეს არის ძალიან სამწუხარო, როგორც ჩანს მათ აქვთ მსგავსი მითითება, ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ სასამართლო პროცესზე", - აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის აქვს წარდგენილი.