მეუფე იაკობი გახარიაზე - ეკლესიის საქმეებში ერეოდა, ფხიზელი გეუბნებით ამას | რატომ უნდა მივცეთ ხმა, სრული „ლოქდაუნი“ გინდათ?

ეკლესიის საქმეებში ერეოდა, ფხიზელი გეუბნებით ამას | რატომ უნდა მივცეთ ხმა, სრული „ლოქდაუნი“ გინდათ?, - აღნიშნულის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია კრიზისმენეჯერი კიარა, არამედ კრიზისმეიკერია.

„ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი ან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. გიდასტურებთ, რაც ვთქვი. ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას.

ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?

გახარია კრიზისმენეჯერი კიარა, არამედ მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.