მეუფე იაკობი სააკაშვილზე - ბელადომანიას უნდა მოეშვას, რომ გარბიხარ და მელაპარაკები ლენინი ხარ ფინეთში? | ჩამოვიდეს და აბა აქ შემხვდეს

ბელადომანიას უნდა მოეშვას, რომ გარბიხარ და მელაპარაკები ლენინი ხარ ფინეთში? | ჩამოვიდეს და აბა აქ შემხვდეს, - აღნიშნულის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია დაიჭირეს და ვაჟკაცურად მოიქცა, როდესაც დარჩა.

„მიშა რომ ჩემზე რაღაცეებს ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა? ბოლო-ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ, ბიძინა ხომ წავიდა, ეგეც წავიდეს და თავი გაანებოს, მერე მელიაც სხვანაირად მოიქცევა და ხალხიც სხვანაირად დაგიჭერთ მხარს.

ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში? 2012-ის არჩევნები გაიხსენონ, 2013-ის და მიხვდებიან, რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო! თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ. თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. მაგენი კიდევ უცხოეთში გარბიან. მელია ხომ დაიჭირეს? ვაჟკაცურად მოიქცა, დარჩა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.