აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, თუ ტურისტი საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტს ის აუცილებლად სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს.

ამ ყოველივეს მიზეზად კი საქართველოში არსებული კორონავირუსის გავრცელების ძალიან მაღალი დონეა დასახელებული.

"საქართველოში არსებული ვითარების გამო, სრულად ვაქცინირებული მოგზაურებიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ COVID-19-ის ვარიანტებით დაინფიცირების რისკის ქვეშ", - ნათქვამია ინფორმაციაში.