მოვუწოდებ ოპოზიციას გამოაცხადოს ბოიკოტი და დატოვოს პარლამენტი - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას ბოიკოტისა და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ის ასევე მოუწოდებს, პრეზიდენტს მათთვის დაფინანსების შეწყვეტის კანონპროექტოს მიღების შემთხვევაში მას ვეტო დაადოს.

შალვა ნათელაშვილი ასევე მიმართავს, მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში ბოლოს და ბოლოს დაადონ სანქციები ივანიშვილის მილიარდობით ქონებას.

„ბოლოს და ბოლოს რას ელოდებით, სანამ საკონცენტრაციო ბანაკს არ მოაწყობს და ყველას ერთად არ შეგვყრის“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.