„ბეჭდების მბრძანებლის“ საგა ანიმაციური ადაპტაციით „როჰირიმის ომით“ ბრუნდება

„ბეჭდების მბრძანებლის“ საგა ანიმაციური ადაპტაციით „როჰირიმის ომით“ ბრუნდება.

როგორც ცნობილია, ვერსიაზე New Line Cinema და Warner Bros. Animation სტუდიები იმუშავებენ.

შუამიწეთში ამჯერად ერთი ფილმით, ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად დავბრუნდებით.

ადაპტაციის სახელი როჰირიმის ომი ,The War of The Rohirrim იქნება. ანიმაციური ფილმი ბეჭდების მბრძანებლის მეორე ნაწილში,  ორი ციხესიმაგრე, წარმოდგენილი ბრძოლის ირგვლივ იქნება აგებული და იმ ადამიანს გაგვაცნობს, რომლის სახელსაც ლეგენდარული ჰელმის ხრამი ატარებს, ჰელმ ჰამერჰენდი როჰანის დიდებული მეფეა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხანგრძლივ და ხარჯიან ბრძოლაში გაატარა.

ანიმაციური ფილმი პიტერ ჯექსონის ექვსივე ფილმთან (3 ჰობიტი და 3 ბეჭდების მბრძანებელი) იქნება ლოგიკურ კავშირში.

ადაპტაცია ყველასათვის ცნობილ ტრილოგიამდე 260 წლით ადრე განვითარებულ მოვლენებს შეეხება.