Sex And The City-ის ახალი სეზონის გადაღება იწყება - ცნობილი დაქალები ისევ ერთად არიან

Sex And The City-ის ახალი სეზონის გადაღება იწყება, ყველასთვის ცნობილი დაქალები ისევ ერთად არიან.

სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ათი წლის შემდეგ ისევ გაერთიანდნენ, რომ საკულტო პერსონაჟები ეკრანებზე დააბრუნონ.

როგორც ერთგული მაყურებლებისთვის ცნობილია, სერიალის Sex and the City (სექსი დიდ ქალაქში) ახალ სეზონს იღებენ და ეს პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა.

სარა ჯესიკა პარკერმა ინსტაგრამის პირად გვერდზე თავის კოლეგებთან და დიდი ხნის პარტნიორ მსახიობებთან:  სინტია ნიქსონთან და კრისტინ დევისთან ერთად ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რითიც გვაუწყა, რომ სერიალის გადაღებები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „სექსი დიდ ქალაქში-ს“ გაგრძელებაში მონაწილეობას არ მიიღებს თავდაპირველი სამსახიობო გუნდის ვარსკვლავი კიმ კეტრელი, რომელიც სამანტას პერსონაჟს ასახიერებდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახალი სეზონის სიუჟეტში კორონავირუსის პანდემიაზეც  გამახვილდება ყურადღება.