უბედური შემთხვევა რაჭაში - გარდაცვლილია ქართული ხმების სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე

ქართული ხმების სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა. ირკვევა, რომ ბაკურაძის დედა, რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.  დაკრძალვის შემდეგ მომღერალი რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა.

არსებული ინფორმაციით, შქმერში გზა მაშინ ჩავარდა,  როცა  ბაკურაძე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, მომღერალი ხევში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.