ზღაპრული ტრეილერი - დისნეიმ მე-60 ანიმაცია შექმნა, რომელიც აუცილებლად გაგაოცებთ

მალე დისნეის რიგით მესამოცე მულტფილმს ვიხილავთ, - აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია წერს.

Encanto - ასე ჰქვია ახალ ანიმაციას, რომელიც კოლუმბიაში მცხოვრები განსაკუთრებული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს: მისი თითოეული წევრი უნიკალური ძალითაა დაჯილდოებული, გარდა ერთისა, რომელსაც თავისი ჩვეულებრიობა აწუხებს.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პირველი ტრეილერი როგორც ახალი საინტერესო პერსონაჟების გაცნობას, ისე ნამდვილად საოცარ სანახაობასა და ზღაპრულ გარემოში მოგზაურობას გვპირდება:

აღსანიშნავია, რომ ამ ახალ მულტფილმს ერთდროულად სამი თანარეჟისორი ჰყავს: ბაირონ ჰოვარდი, ჯარედ ბუში და ჩარიზ კასტრო სმითი, რომელთაგან ეს უკანასკნელი გახმაურებული სერიალის The Haunting of Hill House (ჰილჰაუსის მოჩვენება) პროდიუსერია, პირველი ორი კი ისეთი ცნობილი და აღიარებული ანიმაციების შემოქმედები არიან, როგორებიცაა რაპუნცელი და ზოოტოპია.

ლათინურ-ამერიკული კულტურით შთაგონებული ამ ჯადოსნური ისტორიის შექმნაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ლინ-მანუელ მირანდამ, რომელსაც ბევრი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლით - ჰამილტონი იცნობს: სწორედ მან დაწერა სიმღერები ამ მუსიკალური ანიმაციისთვისაც.

Encanto-ს პრემიერა 24 ნოემბერს შედგება.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა