გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

აღნიშნული ინფორმაცია "ფაქსინტერნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაშიი აცხადებენ სავარაუდო დამნაშავეს უკვე მიაკვლიეს და საგამოძიებო მოქმედებებიც მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.