ელდარ შენგელაიას "შერეკილების" მიხედვით ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ანიმე გაახმოვანეს - ვიდეო

ელდარ შენგელაიას "შერეკილების" მიხედვით ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ანიმე გაახმოვანეს.

ვიდეოში ჰაიაო მიაძაკის ანიმეს პერსონაჟების თავგადასავალს მონოლოგი შერეკილებიდან საოცარი სიზუსტით აქვს შერჩეული. თუ აქამდე არც ერთი ნამუშევარი არ გინახავთ, შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რომ საქმე ორი შედევრის შერწყმასთან გვაქვს.

ყველასათვის საყვარელი შერეკილები 1974 წელს გამოვიდა, The Wind Rises კი ჰაიაო მიაძაკიმ 2013 წელს შექმნა. როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქისა და სფეროს წარმომადგენლების განსხვავებულ ნამუშევრებს შორისაც კი შეიძლება საერთოს პოვნა მაშინ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, პროექტზე კი კარგი წარმოსახვის უნარის მქონე დაკვირვებული მაყურებელი მუშაობს.