მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა დაკარგული შესაძლებლობაა და მოლაპარაკების შედეგებს არ ასახავს - შარლ მიშელი

მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა დაკარგული შესაძლებლობაა და მოლაპარაკების შედეგებს არ ასახავს, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"კანონის უზენაესობის კონსოლიდირების მცდელობა სასამართლო რეფორმების მეშვეობით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სასამართლო რეფორმა არის ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. 

სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, ეს აშკარად დაკარგული შესაძლებლობაა", -  განაცხადა შარლ მიშელმა