„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია "ფეისბუქ" გვერდზე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მთაწმინდის პარკში გაიმართება.

ღონისძიება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი.